Saturday, October 3, 2015
Tuesday, September 29, 2015
Sunday, September 27, 2015
პროექტის გეგმა
პროექტის გეგმა
სასწავლო თემის ავტორი
| ||
სახელი და გვარი
|
ქეთევან შველიძე
| |
რაიონი
|
სამგორი
| |
სკოლა
|
217-ე
| |
ქალაქი
|
თბილისი
| |
თემის მონახაზი
| ||
თემის დასახელება
| ||
„რა ენა წახდეს, ერიც დაეცეს.“
| ||
თემის შინაარსი/აქტუალობა
| ||
პროექტი ეხება ქართული ენის დაბინძურების საკითხს, ბარბარიზმების გამოყენებას. მოსწავლეები წაიკითხავენ და გაიაზრებენ ნიკო გომელაურის ლექსს აღნიშნულ პრობლემასთან დაკავშირებით. დააკვირდებიან სხვადასხვა გადაცემას, ჟურნალს, გაზეთს, ე.წ. შეტყობონებების ენას, ე.წ. ,,sms ენას“ და „ინტერნეტენას“. გამოიკვლევენ სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფში ენის ნორმების დარღვევის შემთხვევებს, მოეწყობა დისკუსია(აზიანებს თუ არა ბარბარიზმები ენას), შექმნიან ლექსიკონებს (ბროშურების სახით) ჩვენი სკოლის მოსწავლეებისათვის აღნიშნული პრობლემის დასანახად და აღმოსაფხვრელად.
| ||
საგანი
| ||
ქართული ენა და ლიტერატურა, ისტ-ი
| ||
დონე/კლასი
| ||
X კლასი
| ||
განხორციელების დროის ჩარჩო
| ||
3 კვირა
| ||
თემის საფუძვლები
| ||
შინაარსობრივი სტანდარტები
| ||
(ვინაიდან ისტ-ი სწავლების ყველაზე მაღალი საფეხური VI კლასია, ავიღე ამ კლასის საგნობრივი სტანდარტი)
| ||
მოსწავლეების მიზნები/სწავლის შედეგები
| ||
| ||
მიმართულების მიმცემი საკვანძო შეკითხვები
| ||
ზოგადი კითხვა
|
| |
თემატური კითხვები
|
| |
შინაარსობრივი კითხვები
|
|
შეფასების გეგმა
| ||||||||||||||||||||||||||||
შეფასების დროის ჩარჩო
| ||||||||||||||||||||||||||||
| ||||||||||||||||||||||||||||
შეფასების/შეფასების ინსტრუმენტების მოკლე მონახაზი
| ||||||||||||||||||||||||||||
იმისათვის, რომ მოსწავლეებმა დავალება ადეკვატურად შეასრულონ, ჰქონდეთ მოლოდინი საკუთარი ნამუშევრის შეფასებისას , საპროექტო თემასთან დაკავშირებით მასწავლებლისგან მუდამ უნდა იღებდნენ რჩევებს და განმავითარებელსა და განმსაზღვრელს შეფასებებს, განმსაზღვრელი შეფასებისას კი წინასწარ უნდა იცოდნენ შეფასების რუბრიკები, რომლითაც მასწავლებელი მათ ნამუშევრებს შეაფასებს.
ყოველი კვირის ბოლოს ჩავატარებ მონიტორინგს.
| ||||||||||||||||||||||||||||
მოცემული პროექტი მოითხოვს, ბარბარიზმების, ნასესხები სიტყვების, ნეოლოგიზმების შესახებ წინარე ცოდნას.
პროექტის მსვლელობა(აქტივობები)
პირველი კვირა:
აქტ. 1. მოსწავლეებს დასაინტერესებლად დავურიგებ ბროსურას, რომელშიც მოცემული იქნება, ენის სიწმინდის დაცვის საკითხი და მოვასმენინებ ნიკო გომელაურის ლექსს, „ქართული ენა“, რომელშიც აღნიშნული პრობლემაა დასმული.
აქტ. 2. მოსწავლეები გამართავენ საკლასო მსჯელობას, სადაც არგუმენტირებულად ისაუბრებენ ლექსში დასმული პრობლემაზე და გამოარკვევენ პოეტის სათქმელს. საკლასო მჯელობაში გამოიკვეთება ენის დაბინძურების საკითხი ( შეფასდებიან საკლასო მსჯელბაში მონაწილეობის რუბრიკით)
აქტ.3. გამართავენ მცირე დისკუსიას: საზიანოა თუ არა ენისათვის ბარბარიზმების ხმარება;
აქტ. 4. მოსწავლეთა ინტერესების გათვალისწინებით დავაკომპლექტებ 4 ჯგუფს და სამუშაოდ მივცემ სხვადასხვა გარემოში ბარბარიზმების გამოყებების საკითხს:
(მონიტორინგი: საკლასო მსჯელობაში მონაწილეობის რუბრიკა; ვიცი/მინდა ვიცოდე/ვისწავლე.
მეორე კვირა:
აქტ. 5. გავეცნობი მოსწავლეების მოძიებულ მასალას, თუ როგორ მუშაობენ ისინი, რას აკეთებენ დავალების შესასრულებლად . ( შევაფასებ განმავითარებელი შეფასებით)
აქტ. 6. მოსწავლეებს დავავალებ, რომ თავმოყრილი მასალა პრეზენთაციის სახით წარმოადგინონ PowerPoint-ში და მივცემ პრეზენტაციის შეფასების რუბრიკას, რითიც მოსწავლეები შეფასდებიან.
აქტ. 7. თითოეულ მოსწავლეს დასაწერად მივცემ არგუმენტირებულ ესეს თემაზე: საჭიროა თუ არა ენაში ბარბარიზმების გამოყენება?
აქტ. 8. მოსწავლეებს დავავალებ, რომ შექმნან ბროშურა (ლექსიკონი) ჩვენი სკოლის მოსწავლეებისათვის, რომელშიც მოცემული იქნება ბარბარიზმები ქართული შესატყვისებით;
(მონიტორინგი: განმავითარებელი შეფასება; კომენტარი; განმავითარებელი შეფასება; უკუკავშირი; დღიური; ვიცი/მინდა ვიცოდე/ვისწავლე.)
მესამე კვირა:
აქტ. 9. სკოლის მოსწავლეებისათვის ჩავატარებთ კონფერენციას. მოსწავლეები წაიკითხავენ თავიანთ ესეებს.
აქტ. 10. პროექტის დასასრულს, მოსწავლეები წარმოადგენენ თავიანთ ჯგუფურ ნამუშევრებს PowerPoint-ში (შევაფასებ პრეზენტაციის შეფასების რუბრიკით) . მშობლიური ენის სიწმინდის დაცვის მიზნით დამსწრე საზოგადოაბას(განსაკუთრებით სკოლის მოსწავლეებს ) დაურიგებენ თავიანთ მიერ შექმნილ ბროშურა-ლექსიკონებს.
აქტ. 11. მოსწავლეები შეავსებენ თვითშეფასების რუბრიკას.
აქტ. 12. მოსწავლეები ბლოგზე განათავსებენ თავიანთ ნამუშევრებს;
(მონიტორინგი: ესეს შეფასების რუბრიკა; განმავითარებელი შეფასება; პრეზენტაციის შეფასების რუბრიკა, მოსწავლეთა თვითშეფასება პროექტზე მუშაობის დასასრულს;
ვიცი/მინდა ვიცოდე/ვისწავლე.
|
რისკები და მათი თავიდან აცილების გზები
| |||
ზოგიერთმა მოსწავლემ შეიძლება არ იცოდეს ბარბარიზმების ქართული შესატყვისები ( განსაკუთრებით sms და ინტერნეტენაში,) მაგრამ გუნდური მუშაობით ეს პრობლემა დაიძლევა.
| |||
სასწავლო თემისთვის საჭირო მასალები
|
ტექნოლოგია – ტექნიკა (მონიშნეთ პროექტისათვის საჭირო ტექნოლოგიური უზრუნველყოფა) | ||
ფოტოკამერა
კომპიუტერი (ები)
ციფრული კამერა
DVD ფლეიერი
ინტერნეტკავშირი
|
ლაზერული დისკი
საბეჭდი მანქანა/პრინტერი
პროექტორი
სკანერი
ტელევიზორი
|
VCR, ვიდეო
ვიდეოკამერა
ვიდეო საკონფერენციო აღჭურვილობა.
სხვა
|
ტექნოლოგია – პროგრამული უზრუნველყოფა (მონიშნეთ პროექტის ფარგლებში გამოყენებული პროგრამა/პროგრამები )
| ||
მონაცემთა ბაზა/ცხრილები
საგამომცემლო პროგრამები
ელფოსტის პროგრამა
ენციკლოპედია კომპაქტდისკზე
|
ფოტო/სურათების დამუშავება
ინტერნეტძიება
მულტიმედია
|
ვებგვერდის შექმნა
ვორდის პროგრამა
სხვა
|
ბეჭდვითი მასალები
|
თითოეული ჯგუფი თავად განსაზღვრავს დავალების შესასრულებელ საჭიროებას.
|
ინვენტარი/მასალები
|
თითოეული ჯგუფი თავად განსაზღვრავს დავალების შესასრულებელ საჭიროებას.
|
ინტერნეტრესურსები
|
თითოეული ჯგუფი თავად განსაზღვრავს დავალების შესასრულებელ საჭიროებას.
|
სხვა რესურსები
|
თითოეული ჯგუფი თავად განსაზღვრავს დავალების შესასრულებელ საჭიროებას.
|
Subscribe to:
Posts (Atom)