Sunday, September 27, 2015

პროექტის გეგმა

პროექტის გეგმა

სასწავლო თემის ავტორი
სახელი და გვარი
ქეთევან შველიძე
რაიონი
სამგორი
სკოლა
217-ე
ქალაქი
თბილისი
თემის  მონახაზი
თემის  დასახელება
„რა ენა წახდეს, ერიც დაეცეს.“
თემის შინაარსი/აქტუალობა
პროექტი ეხება ქართული ენის დაბინძურების საკითხს, ბარბარიზმების გამოყენებას. მოსწავლეები წაიკითხავენ და გაიაზრებენ ნიკო გომელაურის ლექსს აღნიშნულ პრობლემასთან დაკავშირებით. დააკვირდებიან  სხვადასხვა გადაცემას, ჟურნალს, გაზეთს, ე.წ.  შეტყობონებების ენას, ე.წ. ,,sms ენას“ და „ინტერნეტენას“. გამოიკვლევენ სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფში ენის ნორმების დარღვევის შემთხვევებს, მოეწყობა დისკუსია(აზიანებს თუ არა ბარბარიზმები ენას), შექმნიან ლექსიკონებს (ბროშურების სახით) ჩვენი სკოლის მოსწავლეებისათვის აღნიშნული პრობლემის დასანახად და აღმოსაფხვრელად.
საგანი
ქართული ენა და ლიტერატურა, ისტ-ი
დონე/კლასი  
X კლასი
განხორციელების დროის ჩარჩო
3 კვირა
თემის საფუძვლები
შინაარსობრივი სტანდარტები
  • X. 1. მოსწავლეს შეუძლია მონაწილეობის მიღება საკლასო და სასკოლო დისკუსიებში.

  • ქართ. X. 2. კამათის დროს მოსწავლეს შეუძლია მიმართოს  შესაბამის ტაქტიკას და დაიცვას სამეტყველო ქცევის ეთიკური ნორმები.

  • ქართ. X. 3. აუდიტორიის წინაშე მოხსენებით გამოსვლისას მოსწავლეს შეუძლია ზეპირი კომუნიკაციის ეფექტიანობის გასაძლიერებელი ხერხების გამოყენება.

  • ქართ. X. 4. მოსწავლეს შეუძლია თანაკლასელთა ზეპირი მოხსენებების გაანალიზება და შეფასება.  

  • ქართ. X. 5. მოსწავლეს შეუძლია  ზეპირი კომუნიკაციის სტრატეგიების ამოცნობა და შესაბამისად გამოყენება.

  • ქართ. X. 15. მოსწავლეს შეუძლია  დაწეროს გამოხმაურება წაკითხულ წიგნზე ან მხატვრულ ნაწარმოებზე.

  • ქართ. X. 16. მოსწავლეს შეუძლია წერის სტრატეგიების გამოყენება ნაწერის ორგანიზებისათვის.

  • ქართ. X. 11. მოსწავლეს შეუძლია დაწეროს თხზულება სხვადასხვა მიზნით და სხვადასხვა აუდიტორიისათვის.

(ვინაიდან ისტ-ი სწავლების ყველაზე მაღალი საფეხური VI კლასია, ავიღე ამ კლასის საგნობრივი სტანდარტი)

  • ის ტექნ. VI.1.   მოსწავლეს შეუძლია სხვადასხვა სახის ციფრული საშუალების შერჩევა და გამოყენება ციფრული მასალის შექმნისას.

  • ის ტექნ. VI.2. მოსწავლეს შეუძლია ისტ-ის ეფექტიანად გამოყენება ინფორმაციის მიღების, შენახვისა და ორგანიზების დროს.

  • ის ტექნ. VI.3.   მოსწავლეს შეუძლია სხვადასხვა სახის ციფრული საშუალების შერჩევა და გამოყენება ინფორმაციის მოძიებისას და კვლევის პროცესში.

  • ის ტექნ. VI.4. მოსწავლეს შეუძლია სხვადასხვა სახის ციფრული საშუალების შერჩევა და გამოყენება კომუნიკაციისა  და თანამშრომლობისათვის.


მოსწავლეების მიზნები/სწავლის შედეგები

  • მოსწავლეები წაიკითხავენ, დააკვირდებიან და გაიაზრებენ ნიკო გომელაურის ლექსს ქართული ენის შესახებ;
  • იმსჯელებენ პოეტის  მთავარ სათქმელზე და გამოხატავენ თავიან პოზიციას ამასთან დაკავშირებით;
  • გამათავენ დისკუსიას ბარბარიზმების ხმარებასთან დაკაშირებით;
  • დააკვირდებიან  სხვადასხვა გადაცემას, ჟურნალს, გაზეთს, ე.წ.  „sms ენას“ და „ინტერნეტენას“. გამოიკვლევენ სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფში ენის ნორმების დარღვევის შემთხვევებს;
  • გამოიკვლევენ იციან თუ არა ახალგაზრდებმა ენაში გავრცელებული ბარბარიზმების ქართული შესატყვისები და შემდეგ გააანალიზებენ მონაცემებს;
  • დაწერენ არგუმენტირებულ ესეს აღნიშნულ პრობლემურ თემაზე;
  • შეაჯამებენ თავიანთ ნამუშევრებს და თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით წარმოადგენენ პრეზენტაციებს;
  • ჩვენი სკოლის მოსწავლეებისათვის შექმნიან ლექსიკონს (ბროშურების სახით) აღნიშნული პრობლემის დასანახად და აღმოსაფხვრელად;
  • დააფასებენ მშობლიურ ენას;
  • განივითარებენ გუნდური მუშაობის, მსჯელობის, კვლევის, ინფორმაციის მოძიების, თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენების, კრიტიკული აზროვნების, დისკუსიის, პრეზენტაციის და შეფასების უნარებს.
მიმართულების მიმცემი საკვანძო შეკითხვები
ზოგადი კითხვა
  • როგორ(საიდან) ჩნდება ენაში ახალი სიტყვები?

თემატური კითხვები
  • რამ შეიძლება განაპირობოს ახალი სიტყვების შემოსვლა ენაში?
  • რა იწვევს უცხოური სიტყვების ასეთ მოჭარბებას დღეს?


შინაარსობრივი კითხვები
  • ენაზე დადებითად იმოქმედებს თუ უარყოფოთად  ნასესხები სიტყვების გამოყენება?
  • ენაზე დადებითად იმოქმედებს თუ უარყოფოთად  ბარბარიზმების  ხმარება?
  • შეიძლება თუ არა ენაში უცხოური სიტყვების გამოყენება?
  • რა პრობლემის წინაშე დგას ენა?
  • როგორ აღმოვფხვრათ პრობლემა?
  • რა ეწოდება უცხო ენიდან საჭიროების გამო შემოსულ სიტყვებს?
  • რა ეწოდება უცხო ენიდან საჭიროების გარეშე შემოსულ სიტყვებს?


შეფასების გეგმა
შეფასების დროის ჩარჩო


პროექტზე მუშაობის დაწყებამდე
მოსწავლეები მუშაობენ პროექტებზე და ასრულებენ დავალებებს
პროექტზე მუშაობის დასრულების შემდეგ









  • ლექსის განხილვა, საკლასო მსჯელობაში მონაწილეობა;
  • მოსწავლეთა საჭიროებების განსაზღვრა.

  • საკლასო მსჯელობაში მონაწილეობის რუბრიკა;
  • ვიცი/მინდა ვიცოდე/ვისწავლე.
  • ჯგუფური მუშაობა;
  • შინაარსობლივ კითხვებზე პასუხი;

  • განმავითარებელი შეფასება;
  • კომენტარი;
  • განმავითარებელი შეფასება;
  • უკუკავშირი;
  • დღიური;
  • ვიცი/მინდა ვიცოდე/ვისწავლე.

  • ესე:  საჭიროა თუ არა ენაში უცხოური სიტყვების გამოყენება?
  • ლექსიკონის შექმნა მოსწავლეებისათვის;
  • პრეზენტაციები

  • ესეს შეფასების რუბრიკა;
  • განმავითარებელი შეფასება;
  • პრეზენტაციის შეფასების რუბრიკა.
  • მოსწავლეთა თვითშეფასება პროექტზე მუშაობის დასასრულს;
  • ვიცი/მინდა ვიცოდე/ვისწავლე.
შეფასების/შეფასების ინსტრუმენტების მოკლე მონახაზი

იმისათვის, რომ მოსწავლეებმა დავალება ადეკვატურად შეასრულონ, ჰქონდეთ მოლოდინი საკუთარი ნამუშევრის შეფასებისას , საპროექტო თემასთან დაკავშირებით მასწავლებლისგან მუდამ უნდა იღებდნენ  რჩევებს და  განმავითარებელსა და  განმსაზღვრელს შეფასებებს, განმსაზღვრელი შეფასებისას კი წინასწარ უნდა იცოდნენ შეფასების რუბრიკები, რომლითაც მასწავლებელი მათ ნამუშევრებს შეაფასებს.
ყოველი კვირის ბოლოს ჩავატარებ მონიტორინგს.


მოცემული პროექტი მოითხოვს, ბარბარიზმების, ნასესხები სიტყვების, ნეოლოგიზმების შესახებ   წინარე ცოდნას.

პროექტის მსვლელობა(აქტივობები)

პირველი კვირა:

აქტ. 1.  მოსწავლეებს დასაინტერესებლად დავურიგებ ბროსურას, რომელშიც  მოცემული იქნება, ენის სიწმინდის დაცვის საკითხი და მოვასმენინებ ნიკო გომელაურის ლექსს, „ქართული ენა“, რომელშიც აღნიშნული პრობლემაა დასმული.
აქტ. 2.  მოსწავლეები გამართავენ საკლასო მსჯელობას, სადაც არგუმენტირებულად ისაუბრებენ ლექსში დასმული პრობლემაზე  და გამოარკვევენ პოეტის სათქმელს.  საკლასო მჯელობაში გამოიკვეთება ენის დაბინძურების საკითხი ( შეფასდებიან საკლასო მსჯელბაში მონაწილეობის რუბრიკით)
აქტ.3. გამართავენ მცირე დისკუსიას: საზიანოა თუ არა ენისათვის ბარბარიზმების ხმარება;
აქტ. 4.  მოსწავლეთა ინტერესების გათვალისწინებით დავაკომპლექტებ 4 ჯგუფს და სამუშაოდ მივცემ სხვადასხვა  გარემოში ბარბარიზმების გამოყებების საკითხს:
  1. ბარბარიზმების გამოყენება სახლში, სკოლაში, ე. წ. ბირჟაზე;
  2. ბარბარიზმების გამოყენება მაღაზიასა და ბაზარში;
  3. ინტერნეტ და sms ენა;
  4. ჯგუფი ჩაატარებს კვლევას, იციან თუ არა დღევანდელმა ახალგაზრდებმა  რა არის ბარბარიზმი შეუძლია თუ არა ბარბარიზმს ენაზე გავლენის მოხდენა და რამდენად იციან აქტუალური ბარბარიზმების  სწორი ქართული შესატყვისები. (დაურიგებენ კითხვარს სკოლის მოსწავლეებს.)

(მონიტორინგი: საკლასო მსჯელობაში მონაწილეობის რუბრიკა; ვიცი/მინდა ვიცოდე/ვისწავლე.

მეორე კვირა:
აქტ. 5.   გავეცნობი მოსწავლეების მოძიებულ მასალას, თუ როგორ მუშაობენ ისინი, რას აკეთებენ დავალების შესასრულებლად  . ( შევაფასებ განმავითარებელი შეფასებით)
აქტ. 6.  მოსწავლეებს დავავალებ, რომ თავმოყრილი მასალა პრეზენთაციის სახით წარმოადგინონ PowerPoint-ში და მივცემ პრეზენტაციის შეფასების რუბრიკას, რითიც მოსწავლეები შეფასდებიან.
აქტ. 7.  თითოეულ მოსწავლეს დასაწერად მივცემ  არგუმენტირებულ ესეს თემაზე: საჭიროა თუ არა ენაში ბარბარიზმების გამოყენება?
აქტ. 8.  მოსწავლეებს დავავალებ, რომ შექმნან  ბროშურა (ლექსიკონი) ჩვენი სკოლის მოსწავლეებისათვის, რომელშიც მოცემული იქნება ბარბარიზმები ქართული შესატყვისებით;  
(მონიტორინგი: განმავითარებელი შეფასება; კომენტარი; განმავითარებელი შეფასება; უკუკავშირი; დღიური; ვიცი/მინდა ვიცოდე/ვისწავლე.)
მესამე კვირა:
აქტ. 9.   სკოლის მოსწავლეებისათვის ჩავატარებთ კონფერენციას. მოსწავლეები წაიკითხავენ თავიანთ ესეებს.
აქტ. 10.  პროექტის დასასრულს, მოსწავლეები  წარმოადგენენ თავიანთ ჯგუფურ ნამუშევრებს PowerPoint-ში (შევაფასებ პრეზენტაციის შეფასების რუბრიკით) . მშობლიური ენის სიწმინდის დაცვის მიზნით  დამსწრე საზოგადოაბას(განსაკუთრებით სკოლის მოსწავლეებს )  დაურიგებენ  თავიანთ მიერ შექმნილ ბროშურა-ლექსიკონებს.
აქტ. 11.  მოსწავლეები შეავსებენ თვითშეფასების რუბრიკას.
აქტ.  12.  მოსწავლეები ბლოგზე განათავსებენ თავიანთ ნამუშევრებს;
(მონიტორინგი: ესეს შეფასების რუბრიკა; განმავითარებელი შეფასება; პრეზენტაციის შეფასების რუბრიკა, მოსწავლეთა თვითშეფასება პროექტზე მუშაობის დასასრულს;
ვიცი/მინდა ვიცოდე/ვისწავლე.




რისკები და მათი თავიდან აცილების გზები


ზოგიერთმა მოსწავლემ  შეიძლება არ  იცოდეს ბარბარიზმების ქართული შესატყვისები ( განსაკუთრებით sms და ინტერნეტენაში,) მაგრამ გუნდური მუშაობით ეს პრობლემა დაიძლევა.


სასწავლო თემისთვის საჭირო მასალები


ტექნოლოგიატექნიკა (მონიშნეთ პროექტისათვის  საჭირო ტექნოლოგიური უზრუნველყოფა)

ფოტოკამერა
კომპიუტერი (ები)
ციფრული კამერა
DVD ფლეიერი
ინტერნეტკავშირი
ლაზერული დისკი
საბეჭდი მანქანა/პრინტერი
პროექტორი
სკანერი
ტელევიზორი
VCR, ვიდეო
ვიდეოკამერა
ვიდეო საკონფერენციო აღჭურვილობა.
სხვა      
ტექნოლოგია – პროგრამული უზრუნველყოფა (მონიშნეთ პროექტის ფარგლებში გამოყენებული პროგრამა/პროგრამები )
მონაცემთა ბაზა/ცხრილები
საგამომცემლო პროგრამები
ელფოსტის პროგრამა
ენციკლოპედია კომპაქტდისკზე
ფოტო/სურათების დამუშავება
ინტერნეტძიება
მულტიმედია
ვებგვერდის შექმნა
ვორდის პროგრამა
სხვა      


ბეჭდვითი მასალები
თითოეული ჯგუფი თავად განსაზღვრავს დავალების შესასრულებელ საჭიროებას.
ინვენტარი/მასალები
თითოეული ჯგუფი თავად განსაზღვრავს დავალების შესასრულებელ საჭიროებას.
ინტერნეტრესურსები
თითოეული ჯგუფი თავად განსაზღვრავს დავალების შესასრულებელ საჭიროებას.
სხვა რესურსები
თითოეული ჯგუფი თავად განსაზღვრავს დავალების შესასრულებელ საჭიროებას.








                                                                                                                         

                                                                
                                                                                            

No comments:

Post a Comment